Friday, October 24, 2008
ნარკომანია
,,ვინც ყაყაჩოს ცრემლებს გასინჯავს
მთელი ცხოვრება ტირის"
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ხალხია ნარკოლიდერები. ისინი დიდი რაოდენობით ყიდიან ნარკოტიკს. ნარკოტიკის ერთი გაკეთებაც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მსოფლიოში ყოველ დღიურად 1000-ობით ადამიანი იღუპება. ნარკოტიკი ადამიანის ორგანიზმში, როგორც კი შედის მერე მისი ორგანიზმი ამ ძალას ვეღარ უმკლავდება და ბოლოს ეს ყველაფერი სიკვდილით მთავრედბა. მსოფლიოში შექმნილია ათასობით ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრი, რომელიც ადამიანს სრულად ცვლის და ჯანსაღ ცხოვრებას უბრუნებს.
ზურაბ ბურდული VIIკლ
ნარკომანია მთელ სოფლიოშია გავრცელებული. ნარკოტიკის შედეგად იღუპება ძალიან ბევრი ადამიანი.ჩვენ ხელი უნდა გაუწოდოთ ერთმანეთს და გავანადგუროთ ნარკომანია.ნუ გასინჯავთ ნარკოტიკს, ის მავნებელია ორგანიზმისთვის. მომავალი წინ არის, ცხოვრება მშვენიერია.
ირაკლი შენგელია VIკლ.
ნარკომანია ძალიან ცუდი სენია. იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯამრთელობას. მე მოვიყვან ერთ მაგალითს. ერთმა ბიჭმა ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ის ბიჭი გადარჩა, მაგრამ ისევ განაგრძობდა ნარკოტიკის მიღებას მას არ შეეძლო მოთმენა, ერთ კვირას ვერ ძლებდა ნარკოტიკის გარეშე. მაგრამ ბოლოს ეს ბიჭი თავს მოერია იმკურნალა და გამოჯამრთელდა. ეხლა უკვე ცოლიც ყავს და შვილიც და ჩვეულებრივად ცხოვრობს, როგორც სხვა ადამიანები.მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და ნარკოტიკებს ყოველდღიურად იკეთებენ. არის ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც თავიდან წესიერი ბიჭი იყო მაგრამ მამამ მიატოვა, თავისმა ძმაკაცებმა კი ურჩიეს ნარკოტიკის გაკეთება, რათა კარგ ხასიათზე დამდგარიყო.ეს რჩევა მან სისრულეში მოიყვანა.ადამიანი საკუთარი თავის მტერია. მე მომხრე ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის.
ჭაფოძე ანა.VIკლ.
თუ შენ ნარკომანი ხარ, მაშინ შენ სიცოცხლეს აზრი არ აქვს!
ნუ იკლავ თავს!
ნარკომანი ყოველ 20წუთში ერთი ადამიანი იღუპება.
სოფიო ფილიშვილი VIკლ.
ყველამ ვიცით, რომ ყაყაჩოსაგან ნარკოტიკებს ამზადებენ. ეს დავადება მსოფლიოშია გავრცელებული და მან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს თუ დროულად არ დაანებებთ თავს. მე ბევრი ადამიანი მყავს ნანახი, რომელიც ნარკომანია და ისინი ძალიან მეცოდებიან. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ აკეთებენ ბევრ რეკლამებს და ასევე არის სამკურნალო ცენტრები. მე იმედი მაქვს რომ საქართველოში ეს პრობლემა საბოლოოდ ამოიძირკვება და ასეთი ადამიანები აღარ იარსებებენ.
ნინო გაგოშიძე VIIIკლ.
მუშაობის პროცესშია
Subscribe to:
Posts (Atom)